მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან აქცია გამართეს
მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან აქცია გამართეს.
პოლიციის შესასვლელთან მათ სიმბოლურად მიიტანეს ნემსები, თეთრი ფხვნილი წარწერით „სუბოტექსი“.
„მთავარი მესიჯი არის ის, რომ ზოგადად სამეგრელოში კრიმინალები თარეშობენ. სამეგრელოში ნარკორეალიზატორები თავისუფლად დადიან. აქ კონტრაბანდა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. პოლიცია, გახარიას დავალებით მფარველობს ამ ადამიანებს, რათა შემდგომ ისინი დაიხმაროს არჩევნებში“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.