მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა გორის მერიასთან აქცია გამართეს
„სირცხვილია“, „რა დროს დასვენებაა“, „რუსეთი ოკუპანტი“, ამ ლოზუნგით მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ გორის მერის ერთ-ერთ სააგენტოსთან გაკეთებულ განცხადებას.
სამოქალაქო აქტივისტებმა გორის მერიასთან მისვლამდე აქცია გამართეს სოფელ მერეთის პოლიციის საგუშაგოსთან, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები უსაფრთხოებიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ გუგუტიანთკარში არ შეუშვეს. რამდენიმე აქტივისტმა სოფელ გუგუტიანთკარში შესვლა მაინც მოახერხა. ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილმა მათ სოფლის დატოვება სთხოვა, მოსახლეობას მიიჩნევს, რომ ეს ადგილზე ვითარებას დაძაბვას.