მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალია მიიტანეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალია მიიტანეს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გალია მიიტანეს. მათი თქმით, სიმბოლურად ეს არის საკანი და ამ ფორმით მოუწოდებენ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისკენ.

მათი განცხადებით, ხალხის ნება თუ არ შესრულდა, საკანში მმართველი პარტიის ლიდერი აღმოჩნდებიან.