„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – მოდინახეს ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება გამოსცა.
დადგენილება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.