მობილური ტელეფონების ძირითადი ნაწილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის
მობილური ტელეფონების ძირითადი ნაწილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის.
პირველმა არხმა მონაცემები შემოსავლების სამსახურის იმპორტის სტატისტიკაში მოიძია.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საამიროებიდან საქართველოში 570 723 ტელეფონის იმპორტი განხორციელდა. აპარატების ჯამური ღირებულება 61 მილიონ 837 ათასი დოლარია. მაგალითად, ოქტომბერში იმპორტმა 7 მილიონ დოლარს გადააჭარბა და საქართველოში 65 ათასი ტელეფონი შემოიტანეს.
იმპორტის ღირებულებით მეორე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც წელს 150 ათასზე მეტი ტელეფონი შემოვიდა, ღირებულებამ კი 27 მილიონ 619 ათასი დოლარი შეადგინა.
იმპორტირებული ტელეფონების რაოდენობით მეორე ადგილზეა სიანგანი (ჰონგკონგი), საიდანაც 169 815 აპარატი შემოვიდა, ღირებულებამ კი 14,49 მილიონი დოლარი შეადგინა.
წელს მობილური ტელეფონები საქართველოში ასევე ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, აშშ-დან,ვიეტნამიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან, კვიპროსიდან, ჩინეთიდან, ლატვიიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც შემოიტანეს.
ავტორი -
სანდრო ჯუფალაკიანი