მობილური აპლიკაციით მოქალაქეებს საგზაო წესების დარღვევის დაფიქსირება შეეძლებათ
მობილური აპლიკაციით მოქალაქეებს საგზაო წესების დარღვევის დაფიქსირება შეეძლებათ. შესაბამისი ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა მისი ამოქმედების ვადა ჯერ უცნობია.
როგორც დღეს პარლამენტში საგზაო უსაფრთხოების თემაზე გამართულ შეხვედრაზე ითქვა, მოქალაქეებს შეეძლებათ დარღვევის ამსახველი ვიდეომასალის ავტომატურ რეჟიმში გადაგზავნა. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ინიციატივის ამოქმედებისთვის საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებებიც. ამასთან, მოქალაქეებს, რომლებიც დარღვევის ამსახველ მასალას გადაიღებენ, სავარაუდოდ, არ ექნებათ სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოცხადების ვალდებულება.