„მოამბე“ ეკონომიკურ პროექტებზე მომზადებული მასალების გაშუქებისთვის დაჯილდოვდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს“ ფორუმის „ბიზნეს-გავერმენთ კონტაქტის“ ექსკლუზიური ჯილდო ერგო. მაუწყებელი სახელმწიფო და ბიზნეს პროექტების შესახებ მომზადებული მასალების გაშუქებისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საელჩოებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
აღნიშნული ფორუმი კომპანია „ბიზნეს-მედია კონტაქტის“ ორგანიზებით პირველად გაიმართა. მისი მიზანია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოზიტიური ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და საქართველოს იმიჯის საერთაშორისო ბაზარზე ამაღლება.