„მოამბე“ 21:00 საათზე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სინქრონულად ითარგმნება
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების გატარება დაიწყო.
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ამ ორ ენაზე დაიწყება საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების სინქრონული თარგმნაც.
სეტ ტოპ ბოქსებთან ერთად, „მოამბის“ სინქრონული თარგმანი გავრცელდება 1tv.ge-სა და სოციალური ქსელების მეშვეობით. პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობით ხორციელდება.
„მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ხელმძღვანელმა დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მარნეულში პირადად გააცნო.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა იგეგმება სომხურენოვან მოსახლეობასთანაც.
პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა რამილია ალიევამ მოზარდებთან კულტურათა შორის დიალოგისა და ინტეგრაციის პროცესის აუცილებლობაზე ესაუბრა.
მაყურებელს სამი ენიდან სასურველის არჩევა ე.წ. სეტ ტოპ ბოქსის მეშვეობით შეეძლება.
პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში უკვე ხუთი თვეა, საინფორმაციო გამოშვება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დღეში ერთხელ გადაიცემა.