მმართველ პარტიაში დაპირისპირების შემდეგ, ავსტრალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
ავსტრალიის მმართველ მემარჯვენე პარტიაში წევრებს შორის შექმნილი უთანხმოებისა და პრემიერ-მინისტრისადმი უნდობლობის შედეგად, მალკოლმ ტარნბოლმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ ტარნბოლს მისმა თანაგუნდელებმა არაერთხელ მოუწოდეს, მთავრობის მეთაურის პოსტი დაეტოვებინა.
მალკოლმ ტარნბოილის შემდეგ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სკოტ მორისონმა დაიკავა.
ორი შვილის მამა, 50 წლის სკოტ მორისონი პარლამენტის წევრი 2007 წელს გახდა. 11-წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, მას მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა.
მემარჯვენე-ცენტრისტი სკოტ მორისონი, რომელიც საკუთარ თავს მორწმუნე ქრისტიანს უწოდებს, ანტიმიგრაციული პოლიტიკის მომხრეა, ასევე ეწინააღმდეგება ლგბტ თემის წევრებს შორის ქორწინებას და ოფშორულ ზონებში ქონების რეგისტრაციის მიმართ მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა.