ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში – MLS-ში – მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა.
,,ტორონტომ“ საკუთარ მოედანზე “ნიუ იორკ რედ ბულს” უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა, თუმცა პირველ შეხვედრაში სტუმრად 2-1 გამაჯვების წყალობით შემდეგ სწორედ “ტორონტო” გავიდა.
,,სიეტლმა“ 2-0 დაამარცხა ,,ვანკუვერი“, პირველი მატჩი ვანკუვერში უგოლოდ დასრულდა და შესაბამისად “სიეტლმა” შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
დასკვნით შეხვედრაში ,,ჰოუსტონმა“ მცირე სენსაცია მოახდინა და პირველ შეხვედრაში უგოლო ფრის შემდეგ, სტუმრად დაამარცხა პორტლენდი 2-1.
ამ გუნდებთან ერთად ნახევარფინალში ითამაშებს ,,კოლამბუსი“, რომელმაც სამი დღით ადრე ორი მატჩის ჯამში 4-3 დაამარცხა ,,ნიუ იორკ სითი“.
ნახევარფინალები 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ,,ტორონტო“ ,,კოლამბუსს“ შეხვდება. ,,სიეტლი“ კი ,,ჰიუსტონის“ წინააღმდეგ ითამაშებს.