„ნეშვილის“ საფეხბურთო კლუბმა უარი თქვა „მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) განახლებულ სეზონში მონაწილეობაზე. მიზეზი გუნდში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევებია.
როგორც „ნეშვილის“ ოფიციალური ვებგვერდი წერს, კლუბი ორლანდოში პირველ ივლისს ჩავიდა. ჩასვლისთანავე ერთმა ფეხბურთელმა დადებითი ტესტი ჩააბარა COVID-19-ზე, რამდენიმე დღეში კი ვირუსი კიდევ რვა მოთამაშეს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ტურნირიდან „დალასიც“ მოიხსნა, რომლის რიგებშიც კორონავირუსი 10 ფეხბურთელსა და ერთ თანამშრომელს დაუდგინდათ.
MLS-ის სეზონი 8 ივლისს განახლდა სპეციალური ტურნირით. ყველა მატჩი ქალაქ ორლანდოს სპორტულ კომპლექსში იმართება.