ფრანკ დე ბურმა „ატლანტას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ფრანკ დე ბურმა „ატლანტას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

„მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) კლუბმა, „ატლანტა იუნაიტედმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ფრანკ დე ბური. 50 წლის ნიდერლანდელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

დე ბური „ატლანტაში“ 2018 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა მოიგო აშშ-ის ღია თასი და ჩრდილოამერიკული ჩემპიონთა ლიგა.

„ატლანტა“ MLS-ის განახლებულ სეზონში პლეი ოფში ვერ გავიდა და გამოსვლა დაასრულა.

ფრანკ დე ბურს სამწვრთნელო კარიერაში „აიაქსში“, „ინტერსა“ და „კრისტალ პალასში“ უმუშავია.