MLS-ის პირველი ფინალისტი „​​ტორონტო" გახდა
MLS-ის პირველი ფინალისტი „​​ტორონტო" გახდა

მეიჯორ სოკერ ლიგაში (MLS) პირველი ფინალისტი გამოვლინდა. პლეი ოფის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “ტორონტომ” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “კოლამბუსი“. ერთადერთი გოლი შეხვედრაში აშშ-ის ნაკრების ფორვარდმა ჯოზი ალტიდორმა მე-60 წუთზე გაიტანა.

მანამდე ტორონტოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ვიქტორ ვასკესმა პენალტი ვერ გამოიყენა (23-ე წუთზე), მაგრამ მან დანაშაული იმით გამოისყიდა, რომ ალტიდორს საგოლე პასი მისცა.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 0:0 დასრულდა და “ტორონტომ” ორი შეხვედრის ჯამში 1:0 მოიგო. კანადური კლუბი ფინალში “სიეტლსა” და “ჰიუსტონს” შორის მოგებულს შეხვდება. ამ წყვილში ფავორიტი “სიეტლია” – მას პირველი მატჩი სტუმრად 2:0 აქვს მოგებული და ხვალ, გამთენიისას, შინ ჩაატარებს განმეორებით შეხვედრას.

“სიეტლი” MLS-ის მოქმედი ჩემპიონია.