იგუაინი მაიმიში ჩაფრინდა „ინტერთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად
იგუაინი მაიმიში ჩაფრინდა „ინტერთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად

„მეიჯორ სოკერ ლიგის“ კლუბის „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა ხორხე მასმა საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო „იუვენტუსის“ ფორვარდთან გონსალო იგუაინთან ერთად, რომელიც მაიამიში ჩაფრინდა.

„გულითადად მივესალმები გონსალო იგუაინს – მსოფლიო დონის თავდამსხმელსა და ჩემპიონს“, – მიაწერა სურათს მასმა.

ადრე პრესამ დაწერა, რომ 32 წლის არგენტინელმა გაწყვიტა კონტრაქტი ტურინულ კლუბთან და მაიამიში გაემგზავრა იქაურ „ინტერთან“ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბრამდე იქნება ძალაში.

იგუაინი 2016 წლიდან თამაშობდა „იუვენტუსში“ და ამ დროის განმავლობაში 149 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.