ბლეზ მატუიდი დევიდ ბექჰემის გუნდში გადადის
ბლეზ მატუიდი დევიდ ბექჰემის გუნდში გადადის

ტურინის „იუვენტუსის” ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კარიერას „მეიჯორ სოკერ ლიგაში” (MLS) გააგრძელებს.

როგორც ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, ფრანგის გადასვლა დევიდ ბექჰემის კლუბ „ინტერ მაიამიში” – გადაწყვეტილი საქმეა. უახლოეს პერიოდში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამერიკული კლუბის ფეხბურთელი გახდება.

აღნიშნავენ, რომ „იუვენტუსთან” უკვე შედგა სრული გარიგება.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგი ნახევარმცველი არ შედის „იუვენტუსის” ახალი მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს გეგმებში.

სერია A-ს ბოლო გათამაშებაში მატიუდიმ 35 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.