გამოავლინეს მლს-ის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეს მლს-ის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო ფეხბურთელი

„მეიჯორ სოკერ ლიგაში“ (MLS) წლევანდელი სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ გულშემატკივრები, აგრეთვე, აშშ-ის სპორტული ჟურნალისტები.

სეზონის რჩეულთა ნაკრებს ასეთი სახე აქვს:

მეკარე – ანდრე ბლეიკი (ფილადელფია);

მცვლები – რუანი (ორლანდო), ლარის მაბიალა (პორტლენდი), მარკ მაკენზი (ფილადელფია), ჟოაო მოუტინიო (ორლანდო);

ნახევარმცველები – დიეგო ხარა (პორტლენდი), სებასტიან ბლანკო (პორტლენდი), ბრენდენ აარონსონი (ფილადელფია), ნანი (ორლანდო);

ფორვარდები – დიეგო როსი (ლოს ანჯელესი) ჯერემი ებოსისი (პორტლენდი).

სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულისთვის ბრძოლაში არგენტინელმა სებასტიან ბლანკომ პორტუგალიელ ნანის აჯობა.

2020 წელს MLS-ის ჩემპიონი „პორტლენდ ტიმბერსი“ გახდა, რომელმაც ფინალში „ორლანდო სიტის“ 2:1 მოუგო.