მლეთაში, სადაც ლომისობა აღინიშნება, ეკლესიის ეზოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად, სავარაუდოდ, გულის შეტევა იქცა.
დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაული ლომისობა აღინიშნება. მლეთასა და სალოცავისკენ მიმავალ გზაზე, პრევენციის მიზნით, მაშველები არიან მობილიზებული. მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.