საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურისმონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროება კვლავ ნარჩუნდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა რამდენიმე საათის მანძილზე აკრძალული იყო. ანანურის, სხვა ახლომბდებარე დასახლებების მცხოვრებლები და მგზავრები პოლიციის მიერ გადაადგილების აკრძალვას აპროტესტებდნენ.