მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.