მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს.
დაკავების ფაქტს ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ვატო ყიფიანი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.