ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი მედლით დაასრულა – ტურნირის ბოლო დღეს, ბრინჯაოს მედალი მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში მან აზერბაიჯანელი ჯალილ შუქუროვი იპონით დაამარცხა.
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პოდიუმამდე ნოდარ ბერიანს სულ ცოტა დააკლდა – მან ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო. ამავე წონაში კრახი განიცადა ნაკრების ლიდერმა ბექა ღვინიაშვილმა, რომელმაც რუს მიხაილ იგოლნიკოვთან პირველივე წრეში იპონით წააგო.
რაც შეეხება 100 კილოგრამამდე წონას, აქ ონისე სანებლიძემ ბელარუს დანიელ მუკეტესთან ასევე საწყის რაუნდში დათმო დაპირისპირება.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-10 ადგილი დაიკავა.