ჰენრიხ მხითარიანი საერთაშორისო თანამეგობრობას ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებას თხოვს
ჰენრიხ მხითარიანი საერთაშორისო თანამეგობრობას ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებას თხოვს

სომხეთის ნაკრებისა და „რომას“ ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას – ჩაერიონ და შეაჩერონ ყარაბახის კონფლიქტი.

„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ ჩაერიოს კონფლიქტში და შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ხელს უშლის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენ გვაქვს უტყუარი უფლება – ვიცხოვროთ საკუთარ სამშობლოში არსებობის ყოველგვარი საფრთხის გარეშე. ჩვენს შვილებს აქვთ უფლება – იცხოვრონ უსაფრთხოდ და არ იყვნენ იძულებულნი თავშესაფარში დაიმალონ. მე ყოველთვის ჩემი ერის გვერდით ვარ“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერში“ მხითარიანმა.

უფრო ადრე, სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შეაჩერეს ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო.

რამდენიმე დღის წინ, სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია მთიან ყარაბაღში გართულებული სიტუაციის გამო.