მხითარიანი „რომასთან“ კონტრაქტს აგრძელებს
მხითარიანი „რომასთან“ კონტრაქტს აგრძელებს

„რომას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ახლოს არის რომაულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან, – წერს გაზეთი La Gazzetta Dello Sport.

31 წლის სომეხი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში იწურება და დედაქალაქური კლუბი იმედოვნებს, რომ კათოლიკურ შობამდე მოასწრებს კონტრაქტის გახანგრძლივებას.

მხითარიანი „რომაში“ “არსენალიდან” 2019 წლის სექტემბერში გადავიდა. საერთო ჯამში, მან იტალიურ კლუბში 38 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.