საქართველოსთან გასამართ მატჩში მხითარიანი სომხეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება
სომხეთის ნაკრების ლიდერი და „რომას“ ლეგიონერი ჰენრიხ მხითარიანი საკუთარ გუნდს საქართველოსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებში ვერ დაეხმარება, – იუწყება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტვიტერის ოფიციალური გვერდი.
„რომაში“ კორონავისრუსის აფეთქებაა და ერთდროულად ხუთი ფეხბურთელია ინფიცირებული. ჰენრიხ მხითარიანი თავს კარგად გრძნობს, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ კარანტინში იმყოფება. სომხური მხარის გადაწყვეტილებით, „რომას“ ლეგიონერი არ გამოიძახეს, რათა ნაკრების სხვა მოთამეშეები საფრთხისგან დაეზღვიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, თბილისში გაიმართება და შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
Considering the increased speed of the Sars-CoV-2 infection disease and the protocol of @OfficialASRoma First team squad isolation after the confirmed case, Henrikh Mkhitaryan WILL NOT join Armenian NT for the upcoming 2 matches.#Armenia #Mkhitaryan #GEOARM #MKDARM #ArmenianNT pic.twitter.com/AHSe4b22re
— Official Armenian FF (@OfficialArmFF) November 11, 2020