ულიდეროდ საქართველოში - მხითარიანის გარდა, ორი მოთამაშე კორონავირუსის გამო ვერ ითამაშებს
ულიდეროდ საქართველოში - მხითარიანის გარდა, ორი მოთამაშე კორონავირუსის გამო ვერ ითამაშებს

სომხეთის ეროვნული გუნდი საქართველოშია და ბოლო ვარჯიში გამართა „დინამო-არენაზე“, სადაც 15 ნოემბერს ერთა ლიგის C2 ჯგუფის მე-5 ტურში საქართველოს შეხვდება.

სომხეთის ნაკრებში დანაკლისია. კორონავირუსის ტესტის დადებითი შედეგების გამო, ფლანგის ორი შემტევი ნახევარმცველი დააკლდათ – ედგარ ბაბაიანი (ჰობრო, დანია) და აღვან პაპიკიანი (არარატ-არმენია). COVID-19-ზე ტესტირების შემდეგ დადებითი პასუხის გამო თბილისში ასევე ვერ ჩამოვიდნენ სომხეთის ფედერაციის ოპერატორი და მთავარი მწვრთნელის თარჯიმანი. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ გუნდს ვერც კაპიტანი და ლიდერი, „რომას“ ნახევარმცველი ჰერნიხ მხითარიანი დაეხმარებოდა.

ამრიგად, სომხეთის ნაკრები საქართველოში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები: დევიდ იურჩენკო (შახტარი, ყარაგანდა, ყაზახეთი), გრიგორ მელიქსეტიანი (განძასარ-კაპანი), ვარდან შაჰათუნი (არარატ-არმენია)

მცველები: ოვანეს ამბარცუმიანი (ანორთოსისი, კვიპროსი), კამო ოვანისიანი (კაირატი, ყაზახეთი), არმან ოვანისიანი (ტობოლი, ყაზახეთი), ვარაზდატ აროიანი (ტამბოვი, რუსეთი), ანდრე ჩალიჩერი (გიოტებორგი, შვედეთი), ტარონ ვოსკანიანი (ალაშკერტი), სერობ გრიგორიანი (პიუნიკი), ჰაიკ იშხანიანი (განძასარ-კაპანი), ანდრანიკ ვოსკანიანი (ვანი)

ნახევარმცველები: გეორგ გაზარიანი (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), არშაკ კორიანი (ხიმკი, რუსეთი), ვაჰან ბიჩახჩიანი (ჟილინა, სლოვაკეთი), არტაკ გრიგორიანი (ალაშკერტი), ანგულო ვბეიმარი (განძასარ-კაპანი), აკობ აკოპიანი (ურარტუ), სოლომონ უდო (არარატი), კარენ მურადიანი (არარატი)

თავდამსხმელები: ალექსანდრე კარაპეტიანი (ტამბოვი, რუსეთი), სარგის ადამიანი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ტიგრან ბარსეგიანი (ასტანა, ყაზახეთი)