მხატვრული ტანვარჯიში | მინსკი 2019
მხატვრული ტანვარჯიში | მინსკი 2019

მხატვრული ტანვარჯიში – ტანვარჯიშის ერთ-ერთი სახეობაა, რომლითაც მხოლოდ ქალი სპორტსმენები არიან დაკავებულნი. ასპარეზობა გულისხმობს, სხვადასხვა სპორტული თუ საცეკვაო ილეთების შესრულებას მუსიკის თანხლებით. სპორტსმენთა ძირითადი მოძრაობებია: ხტომები და კამარები, წონასწორობის შესანარჩუნებელი ელემენტები, ბრუნები, მოქნილობის გამოსავლენი ელემენტები, გადაადგილების სხვადასხვა ხერხი, მოხვევები და სხეულის ტალღისებური მოძრაობები. ინდივიდუალური ვარჯიშის დროს გამოიყენება: სახტუნაო, რგოლი, ბურთი, გურზი და ლენტი. გუნდური შეჯიბრის დროს ხუთი ტანმოვარიჯიშე გამოდის ორჯერ, ჯერ ერთნაირი საგნებით (მაგალითად, ხუთივე ბურთით ან გურზებით), შემდეგ კი ორი სხვადასხვა საგნით (მაგალითად, სამი ლენტითა და ორი ბურთით). გამომსვლელებს აფასებენ 20 ქულიანი სისტემით.

მხატვრული ტანვარჯიში ოლიმპიური სახეობაა. ოლიმპიადის პროგრამაში ის 1984 წელს შეიტანეს.

მინსკის ევროპულ თამაშებზე მხატვრულ ტანვარჯიშში მედლების რ კომპლექტი გათამაშდება. შეჯიბრში მონაწილეობას 52 სპორტსმენი მიიღებს. ასპარეზობა 22-სა და 23 ივნისს „მინსკ არენაზე“ გაიმართება.

საქართველოდან მინსკში მხოლოდ ერთი მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა გაემგზავრება. სალომე ბაქოს 2015 წლის პირველი ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.