მხარდამჭერებმა ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს
საინიციატივო ჯგუფმა მოსკოვში გამართულ კენჭისყრაზე ყოფილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ის არჩევნებში დამოუკიდბელ კანდიდატად იბრძოლებს ამისთვის კი კანონით მას უნდა შეეგროვებინა 500 ადამიანი, რომლებიც მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებდა.
მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ნავალნიმ განაცხადა, რომ ის არჩევნების მოსაგებად მზადაა.
„გუშინ მე ვუყურებდი „ედინაია რასიას“ ყრილობას“. იქ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ხუთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში მოხვდა. იცით, ის 6 წლის წინაც იგივეს ამბობდა, მაგრამ ეს დაპირებად დარჩა.“ – განაცხადა ნავალნიმ.
ოპოზიციონერის თქმით, თუ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ, მხარდამჭერებთან ერთად გაფიცვას მოაწყობს. ასეთ შემთხვევაში ის მოუწოდებს ყველა კანდიდატს, უარი თქვას კენჭისყრაზე და კრემლს ახალი კამპანიის ჩატარება მოსთხოვონ.
ნავალნი წინასაარჩვენო კამპანიას აქტიურად ატარებს, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ მის ნასამართლეობის გამო, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თავად ნავალნიმ მისი განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისია ლექსეი ნავალნი დაარეგისტრირა კანდიტატად, მას რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში 300 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოუწევს.