მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა [ფოტო]
მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა [ფოტო]

მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

27-კვირიანი სწავლება 49 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, მათ შორის ოთხმა ქალმა.

კურსის განმავლობაში სამხედროებმა ქვეითი ოცეულის ტაქტიკა და სახმელეთო ნავიგაცია შეისწავლეს, ასევე გაეცნენ კავშირგაბმულობას, საარტილერიო ცეცხლის გამოძახებას, პირველად სამედიცინო დახმარებასა და საინჟინრო მომზადებას.

პირად შემადგენლობას კურსის დასრულება მიულოცეს საქართველოს თავდაცვის მინისტრნა, ლევან იზორიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.