მიწვევის მიუხედავად, პოლონეთს კიევში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია
პოლონეთმა კიევში გამართულ თავდაცვითი მრეწველობის ფორუმზე მიწვევა ერთ-ერთმა პირველმა მიიღო, თუმცა ქვეყანას ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია, – ამის შესახებ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ზვარიჩმა განაცხადა.
ჟურნალისტმა დიპლომატს ჰკითხა, რატომ არ იმყოფებოდა პოლონეთის წარმომადგენელი კიევში თავდაცვითი ინდუსტრიის წარმომადგელთა შეხვედრაზე?
„ამ შეკითხვას პოლონურ მხარესთან გადავამისამართებდი, რადგან პოლონეთმა ერთ-ერთმა პირველმა მიიღო მიწვევა ამ ღონისძიებაზე. ეს თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვაგზავნით მიწვევას, ხოლო ქვეყანა წყვეტს, მიიღოს ის თუ არა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ მსგავს გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს არ არის მიზეზი, დაადანაშაულო უკრაინა იმაში, რომ პოლონეთი არ იმყოფებოდა ღონისძიებაზე“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.
თავდაცვითი ინდუსტრიის ფორუმი კიევში 29 სექტემბერს გაიმართა.