მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეშვიდე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.