მიუნხენში „ოქტობერფესტი“ დაიწყო. ტრადიციული ლუდის ფესტივალი ქალაქის მერმა გახსნა. დიტერ რეიტერმა ახლად მოხარშული ლუდით სავსე კასრში ონკანი ჩააჭედა, რაც ზეიმის დაწყებას ნიშნავს.
ლუდის პირველი კათხა ბავარიის პრემიერ-მინისტრმა დააგემოვნა.
ოქტობერფესტი ბავარიის მხარეში 185-ედ იმართება.
მიუნხენში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ორგანიზატორები ვარაუდობენ რომ ლუდის ფესტივალს წელს 6 მილიონი სტუმარი ეყოლება. დღესასწაული 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.