მიუნხენში გერმანია-საფრანგეთის მატჩისას მოედანზე პარაპლანი დაეშვა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2020-ზე საფრანგეთი-გერმანიის მატჩის დაწყებას წამები აკლდა, როდესაც მოედანზე პარაპლანი დაეშვა.
GreenPeace-ის პარაპლანით პიროვნებამ, რომლის ვინაობა ჯერ უცნობია, მიუნხენის „ალიანც არენას“ გადაუფრინა, გადამღებ სისტემასთან შეჯახების შემდეგ კონტროლი დაკარგა, თავი აარიდა გულშემატკივრებში ჩავარდნას და მოედანზე დაეშვა. „დაუპატიჟებელი სტუმარი“ მოედნიდან დავცის სამსახურმა გაიყვანა.
გერმანული წყაროების მტკიცებით, პარაპლანერმა დაარღვია კანონი, რომის მიხედვით მატჩის მსვლელობისას სტადიონის თავზე გადაფრენა იკრძალება.