მიუნხენში ფიდე-ს ქალთა გრან პრის გათამაშების მეხუთე ტურის პარტიები გაიმართა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ მიუნხენში 6 თებერვალს ფიდე-ს ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის გათამაშების მეხუთე ტურის პარტიები გაიმართა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მეხუთე ტურში თეთრი ფერის ფიგურებით ინდოელი ამფი კონერუს წინააღმდეგ ითამაშა და ყაიმი გააფორმა.
5 ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძის ანგარიშზე 3,5 ქულაა. მეექვსე ტურში ძაგნიძე შავი ფერის ფიგურებით ჩინელი ჟიუ ჯინერის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფიდე-ს ქალთა გრან პრის სერიის ფარგლებში ოთხი ეტაპი გაიმართება და თითოეული მონაწილისთვის სავალდებულოა, სამ ტურნირში იასპარეზოს.