პერუს ნაკრების ფორვარდმა პაოლო გერერომ არგენტინასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ, დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა. როგორც ESPN ჟურნალისტ ფრანსისკო ველესზე დაყრდნობით წერს, მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ და “ფლამენგოს” ამჟამინდელ ფორვარდს კოკაინის მოხმარების კვალი აღმოუჩინეს.
პაოლო გერეროს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ის 11 და 16 ნოემბერს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში ვერ ითამაშებს.