მიწის მასის ჩამოშლის გამო ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სადაც კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, უხვი ნალექის გამო მიწის მასა ჩამოიშალა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.