მისურის ტბაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
მისურის ტბაში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

აშშ-ში, მისურის ტბაში დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. სამ ადამიანს ამ წუთებშიც ეძებენ.

ნავი მდინარე ტეიბლ-როკზე შტორმის შედეგად ჩაიძირა.

სამართალდამცველების მონაცემებით, ნავის ბორტზე სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე მოხდა.