მისურის ტბაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად საერთო ჯამში 17 ადამიანი დაიღუპა, მათგან 9 ერთი ოჯახის წევრები არიან. სამძებრო და სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. 17-ვე გარდაცვლილის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. დაღუპულთა შორის ორი მოზარდია.
მისურის ტბაში ტურისტული გემი გუშინ გამთენიისას ჩაიძირა. სამაშველო ოპერაცია 24-საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა, გემში საკმარისი სამაშველო ჟილეტები არ ჰქონდათ, რის გამოც 31 ადამიანიდან მხოლოდ 14 მგზავრი გადარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გემის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა იყო. მისურის ტბაში შტორმი მოულოდნელად დაიწყო.