მისისიპის შტატში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა
მისისიპის შტატში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისისიპის შტატში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, ოთხი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მისისიპის შტატში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ნგრევა და განადგურება 100 მილის მანძილზე გამოიწვია.

მისისიპის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ რამდენიმე ტორნადოს საფრთხეზე ავრცელებს ინფორმაციას.