პარაგვაის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ნელსონ კუევასმა ილაპარაკა რონალდინიოს მენტალურ მდგომარეობაზე. კუევასმა ლეგენდარული ბრაზილიელი პარაგვაის ციხეში მოინახულა.
„რონალდინიოს ვერ ვუწოდებთ ბედნიერს, უფრო პირიქით. რა გამოარჩევდა მას ყოველთვის? ღიმილი, პოზიტიური ენერგია, ცხოვრების წესი. მაგრამ დღეს, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რონალდინიოს ღიმილი გაქრა.
ის ციხეში იმყოფება, ეს კი ის ადგილი არ არის, რომელსაც ის შეჩვეულია. იქ არანაირი ფუფუნება არ არსებობს“, – მოჰყავს კუევასის სიტყვები გაზეთ „სანს“.
რონალდინიო პარაგვაის ციხეში იმის გამო მოხვდა, რომ ყალბი პასპორტით სცადა ქვეყანაში შესვლა.