მიშელ ბარნიე- ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მოლაპარაკებები შესაძლოა, უშედეგოდ დასრულდეს
ევროკავშირი მზად უნდა იყოს რისკისთვის, რომ ბრიტანეთის გასვლის მოლაპარაკებები შესაძლოა უშედეგოდ დასრულდეს. ამის შესახებ ირლანდიაში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელის მხრიდან ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მიშელ ბარნიემ იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი და ლონდონის შეთანხმების მიღწევას აქტიური მუშაობის შემდეგ შეძლებენ.
ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის უთანხმოების საფუძველი ირლანდია-ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხია.