“მის სამყაროს“ ტიტულის მფლობელი სამხრეთ აფრიკელი დემი ლი ნელ პიტერი გახდა
“მის სამყაროს“ ტიტულის მფლობელი სამხრეთ აფრიკელი, 22 წლის დემი ლი ნელ პიტერი გახდა.
გამარჯვებული ბიზნეს მენეჯმენტს სწავლობდა, გარდა ამისა ქალებს თავდაცვის უნარებს ასწავლის , ასევე ემზადება სამსახიობო კარიერისთვის.
„მის სამყარო” – ეს არის ქალი , რომელმაც დაძლია ყველა შიში და ამით მას შეუძლია დაეხმაროს ბევრ ქალს, რათა მათაც დაძლიონ ეს შიში”, – განაცხადა დემი ლი ნელ პიტერიამ.
კონკურსი „მის სამყარო ლას ვეგასში ჩატარდა. კონკურსი 1952 წლიდან ტარდება. ამ კონკურსში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ბოლოს 1978 წელს გაიმარჯვა.