მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება
მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება.

ამასთან, როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამინისტრო უკვე დატოვეს საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ჯანაშიას ბიძამ და მამამ, რომლებიც დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამასთან, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა და მისმა ოჯახმა საქართველო დატოვეს.  პირველი არხი დაუკავშირდა მირზა სუბელიანს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ  მიზანმიმართული ტყუილი გავრცელდა მასთან მიმართებაში, რომ თითქოს ოჯახთან ერთად დატოვა ქვეყანა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.