მიროსლავ ლაჩეკი - თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალიან კარგად ვითარდება, ურთიერთობების გაღრმავება უნდა გავაგრძელოთ
თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალიან კარგად ვითარდება, ურთიერთობების გაღრმავება უნდა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე- პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაჩეკმა ბირუსელში განაცხადა.
პირველი არხი დაინტერესდა, როგორ ხედავს მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მომავალს და რას უნდა ელოდოს საქართველო.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის იუბილე კარგი შესაძლებლობაა იმის გასაანიზებლად, თუ რა გზა გამოვიარეთ და როგორ მოვედით აქამდე ,ვისაუბროთ მომავალზე. 2019 წელს ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ინიციატივის დაწყებიდან 10 წელი და ძალიან საინტერესო იქნება მოვისმინოთ ქართველი პარტნიორების მოსაზრებებიც, ხედვა ინიციატივის მომავალზე.
თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალიან კარგად ვითარდება და უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობების გაღრმავება. რთული პერიოდია ევროკავშირში. შევდივართ საარჩევნო ფაზაში, ევროკავშირში ბევრ საკითხზე კონსოლიდირებულ მიდგომაზე ვმუშაობთ. საქართველო ღირებული პარტნიორია და ნამდვილი მეგობარი, რომელიც აკეთებს ბევრს და კონკრეტულ შედეგებს აღწევს“,- განაცხადა მიროსლავ ლაჩეკმა.