მირიან წიკლაური - პროპორციული არჩევნების პირობებში არც ერთ პარტიას არ აქვს შანსი, რომ ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა მიიღოს
პარლამენტის წევრის, მირიან წიკლაურის შეფასებით, პროპორციული არჩევნების პირობებში არც ერთ პარტიას არ აქვს შანსი, რომ ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობა მიიღოს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“.
როგორც მირიან წიკლაურმა აღნიშნა, აუცილებელია შეიქმნას კოალიციური მთავრობები.
„არც „ქართულ ოცნებას“ აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, არც რომელიმე სხვა პარტიას, რომ უმრავლესობით მოვიდნენ, ბოლო არჩევნებმაც დაგვანახა ეს. საერთოდ ამომრჩეველთა 50 პროცენტი სულ არ მოდის არჩევნებზე. მთაწმინდის არჩევნები, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური უბანია, პირველ ტურში სულ 30% პროცენტი მოვიდა. აქედან 40%-მა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა და კიდევ უფრო ნაკლებმა ოპოზიციას. რეალურად ამ გადასახედიდან ისეთი უმრავლესობით მოსვლა ხელისუფლებაში, რომ მან ჩამოაყალიბოს მთავრობა, ცხადია, რომ არ აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ კოალიციური მთავრობები უნდა შეიქმნას, ანუ რამდენიმე პარტია ერთად გაერთიანდება და შექმნის მთავრობას“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.