გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე შსს-ში იმყოფება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, უწყებაში საქმესთან დაკავშირებული ვერსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად არის მისული.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო – ჩვეულებრივ, ასე მოვდივარ, გავდივართ კონსულტაციებს და მერე მივდივარ. ვერსიებთან დაკავშირებით ვარ მოსული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მირიან ნიკოლაძემ.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.