მირიამ ლექსმანი - ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც, ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც
ემანუელ მაკრონ, ოლაფ შოლც ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას საქართველოში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
„ვწუხვარ, მაგრამ შორიდან, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა ზიანს აყენებს ევროკავშირსაც და ქართველ ხალხსაც. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ ლეთარგიული, როცა „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის დემოკრატიას და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – წერს ლექსმანი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთობლივი განცხადება 19 მაისს გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.