მირდატ ქამადაძე ლევან ხაბეიშვილს მიმართავს - მტკიცებულებას თუ არ დადებ, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იცოდე, ჩვეულებრივი უკანასკნელი მატყუარა ხარ
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართავს, მტკიცებულებას თუ არ გამოაქვეყნებს, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, უკანასკნელი მატყუარა იქნება.
ქამადაძე ეხმაურება ხაბეიშვილს იმ განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა: „ენმ-ს გაზრდილ რეიტინგზე. რუსული ოცნების პროპაგანდა, რომ ენმ დაიშალა, გაიყო და სრულად ჩამოქცეულია მარტის თვის კვლევით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ენმ-ის მანდატს ვერავის მოვაპარინებ და ენმ-ის სიით ვერც პარტიის მაგინებლებს ვაჩუქებთ მანდატს“.
„ამ ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ ჯერ მტკიცებულება დაგედო. მტკიცებულებას თუ არ დადებ (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქპოსტი, ბოლო-ბოლო მოწმესაც ჩაგითვლით), იცოდე, რომ ჩვეულებრივი უკანასკნელი მატყუარა ხარ.
დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე, შორენა აბაშიძე პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პარტიას აგინებდნენ)!“ – წერს მირდატ ქამადაძე.