მირდატ ქამადაძე - ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს, იმის ნაცვლად, რომ გეგმებზე გველაპარაკებოდნენ, თანამდებობებს ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი მირდატ ქამანდაძე აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე გადადგომას არ აპირებს.
მისივე თქმით, გადაყენებაზე მსჯელობის დაწყება არც ფრაქციის შემადგენლობისგან არის მოსალოდნელი.
„არჩევნების შემდეგ ყველა პარტიული თანამდებობა დავთმეთ. ნოდარ დუმბაძეს რაც შეეხება, ფრაქციის თავმჯდომარეობა პოლიტიკური თანამდებობაა და ამას წყვეტს მხოლოდ ფრაქციის შემადგენლობა. დუმბაძე გადადგომას არ აპირებს და არც ფრაქციის შემადგენლობისგან არის მოსალოდნელი გადაყენებაზე მსჯელობის დაწყება. იმის ნაცვლად, რომ გეგმებზე გველაპარაკებოდნენ, თანამდებობებს ითხოვენ, ტელეეკრანებზე რაღაც ერთობაზე საუბრობენ, სინამდვილეში კი, რაც აინტერესებთ, ჩანს“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.