მირჩა ლუჩესკუ - პუტინი დამნაშავეა, ხოლო უკრაინაში მომხდარი ფანტაზიის ყველაზე ცუდი გამოვლინება #1TVSPORT
მირჩა ლუჩესკუ - პუტინი დამნაშავეა, ხოლო უკრაინაში მომხდარი ფანტაზიის ყველაზე ცუდი გამოვლინება #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ინტერვიუ მისცა გამოცემა Sportowe Fakty-ის, რომელშიც რუსეთისა და უკრაინის ომზე ილაპარაკა.

რუმინელი სპეციალისტის სიტყვებით, მას ვერ წარმოედგინა, თუ რუსული არმია უკრაინის ქალაქებს დაბომბავდა.

„საერთოდ არ ველოდი ამას. შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში… არც კი გამიფიქრებია, რომ კიევი და სხვა უკრაინული ქალაქები დაიბომბებოდა, ზოგიერთს კი მიწასთან გაასწორებდნენ. ასე რომ, ეს ყველაფერი ბარბაროსობაა“.

ლუჩესკუს თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომხდარში მთავარი დამნაშავეა.

„ის, რაც უკრაინაში ხდება – კრიმინალური ისტორიაა. პუტინი დამნაშავეა. ეს ბარბაროსული ომია. ვხედავთ, როგორ იხოცებიან ბავშვები და ქალები. ბომბავენ საავადმყოფოებსა და სამოქალაქო შენობებს. ეს დაუჯერებელია. დღეს, მთელმა მსოფლიომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ვიმეორებ: პუტინი – დამნაშავეა, ხოლო უკრაინაში მომხდარი – ფანტაზიის ყველაზე ცუდი გამოვლინება“.