2013 წელს, ლუჩესკუს ბუფონის „შახტარში” გადაყვანა სურდა
2013 წელს, ლუჩესკუს ბუფონის „შახტარში” გადაყვანა სურდა

ცნობილმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩსკუმ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მას 2013 წელს იტალიელი გოლკიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის „შახტარში“ გადაყვანა სურდა.

„მე ჩავედი იტალიაში, რათა მის აგენტს დავლაპარაკებოდი. იმ პერიოდში კლუბში მეკარის პრობლემა გვქონდა, ამიტომ ვიფიქრეთ ბუფონზე, რადგანაც ის უკრაინული გუნდისთვის ძალიან სასარგებლო შენაძენი იქნებოდა“, – ციტირებს ლუჩესკუს „ტუტო იუვე“. – „ჩვენ არავისი და არაფრის გვეშინოდა, ევროპის წამყვან კლუბებს თანაბრად ვეთამაშებოდით. მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ჯანლუიჯის. სამწუხაროდ, მისი გადმობირება ვერ მოვახერხეთ. მას „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ქონდა განზრახული. მას მერე შვიდი წელი გავიდა და ის ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობს, რაც უდიდესი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია“, – დაასრულა რუმინელმა სპეციალისტმა.